კომპანიის შესახებ

4Hospitals  არის სამედიცინო კომპანია, რომელიც დაარსდა 2014 წელს და ახორციელებს  სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. 4ჰოსპიტალსი არის მრავალი საერთაშორისო გლობალური ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანიის პროდუქტების ჩამონათვალშია 1000-ზე მეტი სამედიცინო პროდუქტი შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • ქირურგია
  • ტრავმატოლოგია/ორთოპედია
  • კარდიოლოგია/ინტერვენცია
  • პლასტიკური ქირურგია
  • ანესთეზიოლოგია/რეანიმაცია
  • ლაბორატორია/დიაგნოსტიკა
  • ჰოსპიტალური ავეჯი/ინვენტარი

 

4Hospitals -ის ძირითადი ამოცანაა:

  • კლინიკებთან საიმედო პარტნიორული ურთიერთობების შექმნა, სრულყოფილი სერვისის და გამართული ლოჯისტიკური ციკლის უზრუნველყოფის გზით;
  • მაღალი კორპორატიული კულტურის მატარებელი ძლიერი შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის უზრუნველყოფა;

 

4Hospitals- ის კლიენტები არიან საქართველოში 100-ზე მეტი კლინიკა. კომპანიამ ნდობა და აღიარება მოიპოვა არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ უცხოელ პარტნიორებს შორისაც. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ჯილდოები ნომინაციაში _  წლის საუკეთესო სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანია თავისი გამორჩეული საქმიანობისთვის ისეთი საერთაშორისო ბრენდებისგან, როგორებიცაა: Polytech Health & Aesthetics GmbH, GRENA Ltd, IME-DC GmbH. 4ჰოსპიტალს -ის გუნდში 25 მაღალკვალიფიციური თანამშრომელია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან განვითარებაზე, ინოვაციების და სიახლეების დანერგვაზე, რათა  საოპერაციო საქმიანობა გახდეს უფრო მოქნილი და ეფექტური.  

მისია

კლიენტების საჭიროების შესაბამისი სასურველი პირობით სამედიცინო პროდუქციის დროული და უწყვეტი მიწოდება.  

ხედვა

გავხდეთ გამორჩეული, სრულყოფილი სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო კომპანია, რომლის მოღვაწეობაც ეფუძნება კლიენტებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს.  

ზემოთ