პრედიაბეტი

პრედიაბეტი რა არის პრედიაბეტი? პრედიაბეტი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურზე მაღალია, მაგრამ არა იმდენად რომ ტიპი 2-ის დიაგნოზი დაისვას. მაგალითად ამერიკაში, დაახლოებით 96 მილიონ ზრდასრულს ( დაახლოებით 3 ადამიანიდან დან 1-ს) აქვს პრედიაბეტი. პრედიაბეტით დაავადებულთა 80%-ზე მეტი ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. პრედიაბეტი ზრდის როგორც ტიპის 2-ის ჩამოყალიბების რისკს, ასევე გულის დაავადების

ფიზიკური გარემო და დიაბეტი

ფიზიკური გარემო და დიაბეტი ის ფაქტი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსა და პირობებს რაშიც ვცხოვრობთ, მითი ნამდვილად არ არის. მოცემულ სტატიაში, თქვენ გაეცნობით გარემო ფაქტორებისა და დიაბეტის კავშირს – დამატებით რა შეიძლება იყოს, დიაბეტის გამომწვევი მიზეზი. პირველ ეტაპზე, განვიხილოთ სტაბილური საცხოვრებელი ადგილის არ ქონა და დიაბეტის თანაკვეთა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში,

დიაბეტი და გენდერი

დიაბეტი და გენდერი საზოგადოებაში ხშირად ტრიალებს ის აზრი, თუ რომელი მშობლისგან რომელ შვილზე გადადის მემკვიდრეობით დიაბეტი. შეიძლება ითქვას, რომ დიაბეტი გენდერ-მიკერძოებული დაავადებაა. მოცემული სტატია ბრისტოლის უნივერსიტეტის კვლევის შინაარსს წარმოადგენს და განხილულია დიაბეტისა და გენდერის კავშირი გლობალურ დონეზე. პირველი ტიპის დიაბეტი არის ერთადერთი მთავარი ორგანო-სპეციფიკური ავტოიმუნური დისფუნქცია, რომელიც არ ხასიათდება ძლიერი მიკერძოებით ქალებში. კვლევის თანახმად, პირველი

პირის ღრუს ჯანმრთელობა და დიაბეტი

პირის ღრუს ჯანმრთელობა და დიაბეტი ცნობილი  ფაქტია და არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დიაბეტმა შესაძლოა წარმოშვას სხვა მრავალი პრობლემა – თუ არ მივხედეთ და ვაკონტროლეთ, მოვუარეთ და საკმარისი დრო დავუთმეთ როგორც თვითონ დიაბეტს, ისე სხვა პოტენციურ დაავადებებს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა ორალური ჯანმრთელობაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს, ვინც დაავადებულია. მოცემულ სტატიაში
როგორ დავიცვათ ჯანმრთელობა

როგორ დავიცვათ ჯანმრთელობა

როგორ დავიცვათ ჯანმრთელობა ჯანსაღი დიეტა: დაბალანსებულ დიეტას შეუძლია გააუმჯობესოს სისხლში გლუკოზის დონე და შეამციროს გულის დაავადებების, კიბოს და სხვა დაავადებების რისკი. ვარჯიში: ყოველდღიურ აქტივობას შეუძლია გააუმჯობესოს სისხლში გლუკოზის დონე და გაზარდოს ენერგია, გააძლიეროს თქვენი განწყობა და გააუმჯობესოს თქვენი ყოველდღიური ცხოვრება. წონის დაკლება: ექიმის ჩართულობით იმუშავეთ წონის დაკლებასა და მის შენარჩუნებაზე. შეწყვიტე მოწევა: არსებობს უამრავი მეთოდი,
NIOX-VERO
აზოტის ოქსიდის ტესტი (FeNO), მისით მკურნალობის ოპტიმიზაცია და NIOX VERO-ს უპირატესობები ამ საკითხებზე გვესაუბრება დიაბეტის, ენდოკრინულ და გულ-ფილტვის დაავადებათა ცენტრის – „დიაკორის“ ალერგოლოგიური და სასუნთქი სისტემის ფუნქციური დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი – ლიზა ფეიქრიშვილი. 1. რას წარმოადგენს აზოტის ოქსიდის ტესტი და რა მნიშვნელობა აქვს მას სასუნთქი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკაში? აზოტის ოქსიდი  (FeNO-fractional exhaled nitric

დიაბეტი და მოგზაურობა

დიაბეტი და მოგზაურობა აქტიური ცხოვრების რიტმი, ხშირად, მოითხოვს ხანგრძლივ გასვლებს, რაც ითვალისწინებს ერთი ქალაქიდან მეორეში წასვლას ან სადმე სახლიდან მოშორებით მოგზაურობას – დასასვენებლად თუ საქმიანი ვიზიტით. როგორც მოგეხსენებათ, დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის კვების რაციონი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურად ხასიათდება და შესაბამისად, საჭიროებს დღის წესრიგში საპატიო ადგილის დაკავებას. თუ თქვენ ინსულინიანი დიბაეტით ხართ დაავადებული, ყოველთვის იქონიეთ დამატებითი დოზა

თაფლის გავლენა შაქრის დონეზე

თაფლის გავლენა შაქრის დონეზე ათასობით წელია უკვე, რაც ადამიანები იყენებენ თაფლს როგორც სამკურნალო საშუალებას. ფუტკრების მოშენებისა და მეთაფლეობის პირველი კვალი ეგვიპტეშია აღმოჩენილი, ძველი წელთაღრიცხვით 5500წელს. თაფლი დღესდღეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწარმოება და გამოიყენება როგორც წასახემსებელი და სამკურნალო საშუალება. ჩნდება მთავარი კითხვა – არის თუ არა სასარგებლო თაფლი დიაბეტით დაავადებულთათვის? თაფლი ვეგანური საკვებია, რასაც ფუტკრები ამზადებენ
იმედისი
ყოველდღიური თანაცხოვრება დიაბეტთან ერთად ყველასთვის ცნობილია, რომ დიაბეტთან ერთად თანაცხოვრება დაკავშირებულია მიზნობრივ კვებასა და აქტიურ ცხოვრების სტილთან, რამაც არ უნდა შეგვზღუდოს და დაგვაკარგინოს ყოველდღიურობის რიტმი. მოცემულ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ 16 წლის გოგონას მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აუწყო მან ფეხი დიაბეტს და როგორ ტკბება სრულფასოვანი ცხოვრებით. დიაბეტის დიაგნოსტირებას თან მოსდევს პროცესი, რომელსაც ფაქტის მიღება ჰქვია,
ზრდის თუ არა ღვიძლის ცხიმის მაღალი მაჩვენებელი მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს? დიაბეტი კვლავ გვევლინება თანამედროვე სამყაროს მთავარ გამოწვევად და შესაბამისად, მისი ხასიათის შესაცნობად მრავალი კვლევა ტარდება. თქვენთვის უკვე კარგადაა ნაცნობი ის ფაქტი, რომ დიაბეტი მენეჯმენტსა და კონტროლს საჭიროებს, რაც გამოიხატება კვების რეგულირებასა და ფიზიკურ აქტივობაში. მნიშვნელოვანია წონის კონტროლიც, რადგან გარდა გენეტიკური თანდაყოლილობისა, ის შეიძლება
ინსულინი

რა არის და როდის გამოიგონეს ინსულინი

რა არის და როდის გამოიგონეს ინსულინი მე-20 საუკუნემდე, დიაბეტი ითვლებოდა განუკურნებელ, მძიმე დაავადებად, რომელსაც დიაგნოზის დასმის შემდეგ 1-2 წელი ჰქონდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. 1921 წლიდან ეს ყველაფერი შეიცვალა ინსულინის აღმოჩენით. თავდაპირველად, დავიწყოთ ინსულინის ჰორმონის მნიშვნელობით: ეს არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება პანკრეასში და არეგულირებს გლუკოზის რაოდენობას სისხლში. ინსულინის ნაკლებობა ორგანიზმში არის დიაბეტის გამომწვევი მიზეზი. სწორედ ამიტომ გახდა
Sinocare სინოქეა

როგორ დავძლიოთ გაუაზრებელი ჭამის სურვილი

როგორ დავძლიოთ გაუაზრებელი ჭამის სურვილი? თქვენთვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ დიაბეტის ერთ-ერთი რთული გამოწვევაა საკვები პროდუქტების დარეგულირება, რაც გულისხმობს როგორც რაციონს, ასევე საკვების მიღების განრიგს. საკვების თემა ჩვენი ტვინის ინსტიქტურ და გააზრებულ ნაწილებს ერთმანეთთან აპირისპირებს. მოცემულ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ იმის შესახებ, თუ როგორ დააღწიოთ თავი იმ საკვების მიღებას რომელიც ძალიან გინდათ, მაგრამ ამავდროულად მავნეა
კახა ხაჭაპურიძე
კახაბერ ხაჭაპურიძე – ბარიატრიული (ჭარბი წონის) ოპერაციის თანამედროვე ტიპები წარმოდგენილი ინტერვიუს რესპოდენტი ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგი – კახაბერ ხაჭაპურიძეა. მოცემული ინტერვიუს განსახილველი საკითხია ბარიატრიული ქირურგია, ანუ ჭარბი წონის ქირურგია და ოპერაციის თანამედროვე ტიპები. ბატონო კახაბერ, დღევანდელი თემა რომ მოკლედ მიმოიხილოთ? ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ბარიატრიულ ქირურგიაზე, კონკრეტულად რა ტიპის ოპერაციები ტარდება დღესდღეობით მსოფლიოში, რომელ ოპერაციებს აქვთ
ილია გოცაძე
ილია გოცაძე – სწორი ნაწლავის კიბოს ქირურგიული მკურნალობა წარმოდგენილი ინტერვიუს რესპოდენტი მედიცინის დოქტორი, ონკოქირურგი – ილიაგოცაძეა. მოცემული ინტერვიუს განსახილველი საკითხია სწორი ნაწლავის კიბოსქირურგიული მკურნალობა. ბატონო ილია, ორიოდე სიტყვით რომ გავუკეთოთ შესავალი ჩვენს განსახილველ თემას? სიმსივნე შესაძლებელია გავრცელდეს ლიმფოგენური გზით და დააზიანოს ირგვლივ მდებარე ლიმფური კვანძები, რომლებიც მიდიან სწორი ნაწლავის გასწვრივ და ასევე ცოტა შორეული ლიმფური
ილია გოცაძე
ილია გოცაძე – სწორი ნაწლავის კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები წარმოდგენილი ინტერვიუს რესპოდენტი მედიცინის დოქტორი, ონკოქირურგი – ილია გოცაძეა. მოცემული ინტერვიუს განსახილველი საკითხია სწორი ნაწლავის კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები. როდესაც პაციენტი ან მისი ოჯახის წევრები და ახლობლები იგებენ ონკოლოგიურ დიაგნოზს, ეს ყოველთვის არის შოკის მომგვრელი. ყოველთვის მოულოდნელი და მძიმე ინფორმაცია. ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში,  ძალიან მნიშვნელოვანია სწორი
ილია გოცაძე
ილია გოცაძე – ღირს თუ არა ლაპაროსკოპიული ოპერაციების წარმოება კოლინჯის კიბოს დროს წარმოდგენილი ინტერვიუს რესპოდენტი მედიცინის დოქტორი, ონკოქირურგი – ილია გოცაძეა. მოცემული ინტერვიუს განსახილველი საკითხია ღირს თუ არალაპაროსკოპიული ოპერაციების წარმოება კოლინჯის კიბოს დროს. ბატონო ილია, ორიოდე სიტყვით რომ გვიამბოთ კოლინჯის ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიულ მკურნალობაზე. ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ კოლინჯის ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიულ მკურნალობაზე და უშუალოდ შევეხებით
ხშირად დასმული კითხვები დიაბეტი

ხშირად დასმული კითხვები დიაბეტზე

ხშირად დასმული კითხვები დიაბეტზე ამ სტატიაში შემოთავაზებთ პასუხებს დიაბეტის გარშემო, კითხვებზე რომელიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს. რა უნდა იყოს ჩემი შაქრის დონე, თუ მაქვს დიაბეტი? ამერიკის დიაბეტის ასოციაცია რეკომენდაციას იძლევა და ამბობს, რომ შაქრის დონე სისხლში საკვების მიღების წინ უნდა იყოს 80-130 mg/dl და 180 mg/dl-ზე ნაკლები საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. თუ

დიაბეტი, სტრესი და ძილი

დიაბეტი და სტრესი საკმაოდ საინტერესო და საყურადღებო საკითხებია განსახილველად. დიაბეტი იწვევს სტრესს, მაგრამ სტრესი დიაბეტს უფრო რთულად სამართავს ხდის. ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი ხერხების მოძებნა, რომელიც სტრესისგან გაგვათავისუფლებს. მოცემულ სტატიაში, ჩვენ ამ გზებს შემოგთავაზებთ. ცვლის თუ არა სტრესის შაქრის დონეს სისხლში? ხშირად, შეიძლება ამას ვერ აანალიზებთ. განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს, სტრესი ფიზიკურად ასუსტებს, გარდა იმისა, რომ
ილია გოცაძე
ილია გოცაძე – კოლინჯის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობის პრინციპები წარმოდგენილი ინტერვიუს რესპოდენტი მედიცინის დოქტორი, ონკოქირურგი – ილია გოცაძეა. მოცემული ინტერვიუს განსახილველი საკითხია კოლორექტალური კიბო, კერძოდ, კოლინჯის (მხვილი ნაწლავის გრძელი ნაწილი) ავთვისებიანი სიმსივნეები. ბატონო ილია, გვიამბეთ მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ მსხვილი ნაწლავის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა საქართველოში, ამიტომ ძალიან ხშირად გვიწევს ამ დაავადების მკურნალობა.
გლუკომეტრი სინოქეარი

5 სასარგებლო რჩევა  დიაბეტის სამართავად

მოცემულ სტატიაში გვინდა გაგიზიაროთ ის 5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ დიაბეტის წარმატებით მართვაში. პასუხისმგებლობის აღება მოგვწონს თუ არა ეს, ჩვენ ვართ ადამიანები, ვინც პასუხს აგებენ შედეგებზე. ეს არ ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას დიაგნოზზე – რაც არაფერს მოგვცემს გარდა უსარგებლო დანაშაულის გრძნობისა. დიაბეტი არის მდგომარეობა, რომელიც ექვემდებარება მართვას! ჩვენ გააზრებულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმ მედიკამენტების მიღების შესახებ, რომლებიც გვაქვს
ხვიჩა ხაჯაველიძე

ხვიჩა ხაჯაველიძე – ბარიატრიული ქირურგია

წარმოდგენილი ინტერვიუს რესპოდენტი ზოგადი ქირურგი – ხვიჩა ხაჯაველიძეა. მოცემული ინტერვიუს განსახილველი სკითხი – ბარიატრიული ქირურგია. რა მდგომარეობაა ჭარბი წონის მხრივ საქართველოში და რა თანმხლები დაავადებები ახლავს მას? მინდა გითხრათ, რომ სიმსუქნე არის დაავადება, რომელიც მთელს მსოფლიოში პროგრესულად მატულობს და მათ შორის საქართველოშიც. დაახლოებით, 100 000 ადამიანია ჭარბი წონით ავად ჩვენს ქვეყანაში. ჭარბი წონა იწვევს ძალიან

რინოპლასტიკა – ალექსანდრე კუზანოვი

წარმოდგენილი ინტერვიუს რესპოდენტი მედიცინის აკადემიური დოქტორი – ალექსანდრე კუზანოვია. მოცემული ინტერვიუს  განსახილველი საკითხი თანამედროვე რინოპლასტიკაა. -რას ვგულისხმობთ, როცა საუბარი გვაქვს  თანამედროვე რინოპლასტიკაზე? -რინოპლასტიკა ძალიან საინტერესო ოპერაციაა, რადგან პირველი რინოპლასტიკა ჯერ კიდევ 2600 წლის წინ გაკეთდა ინდოეთში და დღემდე აღნიშნული ოპერაცია მუდმივად ვითარდება. თანამედროვე რინოპლასტიკა მიმართულია თანამედროვე მეთოდის გამოყენებისკენ იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალურად ბუნებრივი, ფუნქციონალური

ძუძუს აუგმენტაცია – ალექსანდრე კუზანოვი

წარმოდგენილი ინტერვიუს რესპოდენტი მედიცინის აკადემიური დოქტორი – ალექსანდრე კუზანოვია. მოცემული ინტერვიუს  განსახილველი საკითხი ძუძუს აუგმენტაციაა. -რას ნიშნავს ძუძუს აუგმენტაცია და როგორია მისი განვითარების ისტორია? -ძუძუს აუგმენტაცია ნიშნავს ძუძუების ზომაში გაზრდას და ფორმის დაბრუნებას ძუძუთი კვების შემდეგ. პირველი აუგმენტაცია გაკეთდა მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც ერთ-ერთმა ქირურგმა გადანერგა ამოღებული ლიპომა პაციენტის მუცლის არედან ძუძუს არეში. იმ დროისთვის

პროსტატის კიბო – ამბროსი პერტია

ინტერვიუ ამბროსი პერტიასთან პროსტატის კიბო წარმოდგენილი ინტერვიუს რესპოდენტი უროლოგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ლაპარასკოპიული სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი – ამბროსი პერტიაა, რომელიც მცირე ექსკურსის სახით გაგვაცნობს პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის პროცედურებს, ასევე მიმოიხილავს იმ თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება აღნიშნულის სამკურნალოდ მთელს მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოშიც. პირველ რიგში, საინტერესოა თუ რამდენად მასშტაბურ პრობლემასთან გვაქვს
David Abuladze
ჭარბწონიანობა ადამიანის კომპლექსური მდგომარეობაა, რომელიც დაავადებად გარკვეულ შემთხვევებში ითვლება: თუ ამ მასის გამო ადამიანს აღენიშნება ჭარბი წონით გამოწვეული სხვადასხვა პათოლოგიები, ან როცა ხდება წონის მატება და მისი შეჩერება ცხოვრების წესის და კვების რეჟიმის გამო ვერ ხერხდება.
4HOSPITALS, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ზრუნავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე სხვადასხვა დაავადების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს დაავადების პრევენციას ან სიმპტომების დროულ გამოვლენას და შესაბამის მკურნალობას
ზემოთ